კახა კალაძე: “ენერგო-პროსთან” მიმართებაში ფინანსთა სამინისტროს კითხვები ნორმალურია

კომპანია “ენერგო-პროსთან” მიმართებაში ფინანსთა სამინისტროს კითხვები ნორმალურია და ამას ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებასთან კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“ეს არის რაღაც ისეთი პროპაგანდა, თითქოს ვიღაცას ატერორებენ. მინდა იცოდეთ, რომ ეს დრო დასრულდა. ორი წელია ასეთი რაღაცები არ ხდება. ვიღაცას ატერორებდნენ, ვიღაცას ბიზნესს ართმევდნენ – სააკაშვილი თავის რეჟიმთან ერთად დასრულდა, წავიდა და აღარასდროს აღარ დაბრუნდება. ასე, რომ, რა კითხვებიც “ენერგო-პროსთან” მიმართებაში ჰქონდა ფინანსთა სამინისტროს, ეს ნორმალურია. ისინი ახორციელებენ კონკრეტული კომპანიების შესწავლას. ეს მათი მოვალეობაა, და თუ რაიმე კანონდარღვევა აღმოაჩინეს, შეუძლიათ ითანამშრომლონ და თანამშრომლობენ კიდეც “ენერგო-პროსთან”,- განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, თუ “ენერგო-პროს” მიაჩნია, რომ რაღაც დარიცხვა არასწორად იყო, ეს ჩვეულებრივი დავის საგანი იქნება და გარკვეული შეთანხმება იქნება მიღწეული. “დავას ჩეხეთის პარლამენტის მიერ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების გადადებასთან კავშირი არ აქვს“,-აღნიშნა კალაძემ. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეხეთის პარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიციკაცია ჩეხურ კომპანია “ენერგო პრო – ჯორჯიასა” და საქართველოს სახელმწიფოს ფინანსური დავის გამო გადადო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები