შტეფან ფულე საქართველოშია

   საქართველოში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე ჩამოვიდა. შტეფან ფულე საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობის წევრებს, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. ევროკომისარი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების უმთავრეს საკითხებზე, კერძოდ, ასოცირების შეთანხმებასა და მის შემადგენელ ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე ისაუბრებს. ევროკომისარი და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი საჯარო ფინანსების რეფორმის მხარდაჭერის შესახებ მემორანდუმს მოაწერენ ხელს, ხოლო შტეფან ფულე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს გააფორმებენ.
შტეფან ფულე საქართველოში გუშინ უნდა ჩამოსულიყო, თუმცა უკრაინის კრიზისის გამო ვიზიტი 24 საათით გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები