თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნული სხვადასხვა სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება.
შეზღუდვა შეეხებათ: 11:00 საათიდან 15:00 საათამდე: ვაჟა-ფშაველას I შესახვევის, ზაქარიაძის და ნუცუბიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
აღრიცხვის კვანძის მოწესრიგების მიზნით 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: პეკინის გამზირის, იოსებიძის და ბახტრიონის ქუჩების მცხოვრებლებს.
სარეზერვო კაბელის მონტაჟის გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ყაზბეგის გამზირის და მიხეილ თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში ავარიის პრევენციის მიზნით 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაზისუბნის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში სარეზერვო კაბელის მონტაჟის გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები