აკაკი ბობოხიძის ძმამ ქუთაისის ციხეში შიმშილობა დაიწყო
აკაკი ბობოხიძის ძმამ ქუთაისის ციხეში შიმშილობა დაიწყო. მისი ინტერესების დამცველის, რობიზონ ხურცილავას ინფორმაციით, ლევან ბობოხიძესთან ერთად ქუთაისის ციხეში ხონის ყოფილი გამგებელი ზურაბ ჯიბუხაიაც შიმშილობს. ადვოკატის განცხადებით, ისინი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ეკა ბესელიასთან შეხვედრას მოითხოვენ.
“ლევან ბობოხიძემ, ზურაბ ჯიბუხაიამ და სოლიდარობის ნიშნად, მათთან ერთად საკანში მყოფმა პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს, ვინაიდან არიან პოლიტიკური პატიმრები და ხელოვნურად ჭიანურდება სასამართლო პროცესები”, – აცხადებს ადვოკატი.