ხათუნა ხოფერია ალექსანდრე ელისაშვილს წინასაარჩევნო დაპირებებს ახსენებს

ხათუნა ხოფერია საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ალექსანდრე ელისაშვილს რამდენიმე კითხვით მიმართავს. პარლამენტის ყოფილი დეპუტატი საკრებულოს ამჟამინდელ დეპუტატს წინაასარჩევნო დაპირებებს ახსენებს და მათ შესრულებას სთხოვს.
„რამდენიმე შეკითხვა ალექსანდრე ელისაშვილს!
თბილისის ამომრჩევლებისთვის მიცემული დაპირებებიდან რომელი მოიყვანა სისრულეში? ქალაქისათვის მნიშვნელოვანი რომელი საკანონმდებლო ცვლილება იქნა მის მიერ ინიცირებული? რომელ საკითხთან დაკავშირებით დაუპირისპირდა საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას”? სად იყო მაშინ, როცა წყნეთში ტყეები იჩეხებოდა და იყიდებოდა? თვლის თუ არა, რომ ამ განცხადებებით „კოჭს უგორებს” „ნაციონალებს”? მისთვის საკრებულოს წევრობა ლაყბობაა თუ საქმის კეთება? ვისი დაკვეთით მუშაობს, სუს-ის თუ ჯერ კიდევ იქაა, „ნაციონალებთან”?……
რამდენიმე შეკითხვა თბილისის საკრებულოს!
1. ფრაქცია „ქართული ოცნება” საკრებულოში არსებობს??? 2. ადგილობრივ პოლიტიკას თბილისის მერთან ერთად ატარებთ თუ უგულავას დაბრუნებას ელოდებით? 3. ელისაშვილის და „ნაცების” გეშინათ, თუ მართლები არიან და ამიტომ ხართ დადუმებულები? 4. არ გრცხვენიათ??? (მხოლოდ 2 ადამიანს არ ეხება ეს კითხვები – ბექა ნაცვლიშვილს და კობა კობალაძეს)”, – წერს ხათუნა ხოფერია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები