ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ მთავრობის ადმინისტრაციაში მერებს შეხვდება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ მთავრობის ადმინისტრაციაში მერებს შეხვდება. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი იქნება სხვადასხვა მუნიციპალიტეტში პროექტებისა და პროგრამების მიმდინარეობის საკითხებზე, პრემიერს მიეწოდება ინფორმაცია სამუშაოების შესახებ.
“ჩვენ მზად ვართ, რომ პრემიერს ყველა ინფორმაცია მივაწოდოთ, რაც ხელთ გვაქვს”, – განაცხადა ნარმანიამ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმაც. კითხვაზე, იქნება თუ არა საუბარი აუთვისებელ თანხებზე, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა – საუბარი შეეხება იმას, რომ გამოყოფილი თანხების ათვისებას გარკვეული პროცედურები სჭირდება.
“გამოყოფილი თანხების ათვისებას გარკვეული პროცედურები სჭირდება, რაზეც მე მთავრობის სხდომაზეც ვისაუბრე. ეს არის ტენდერების გამოცხადება, საპროექტო სამუშაოები. ხვალ ჩვენ დეტალურად გავივლით ყველა ამ საკითხს”, – განაცხადა ხადურმა. კითხვაზე, არის თუ არა პრობლემები, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ პრობლემები ყველგან არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები