“თბილისის 123-ე ბაღში ბავშვებს გაფუჭებული ხორცით კვებავენ”

არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტიკორუფციული კავშირი“ კონკრეტულ საბავშვო ბაღებსა და უწყებებს ასახელებს, რომლებიც კორუფციულ სქემაში არიან ჩართულები. „ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარის გია ბურჯანაძის განცხადებით, თბილისის 123-ე ბაღში ბავშვებს გაფუჭებული ხორცით კვებავენ. „ძალიან ბევრი მშობელი რეკავს და გვატყობინებს, რომ პროდუქცია, რომელსაც მათი შვილები ჭამენ, არის უვარგისი და სიცოცხლისთვის საშიში. 123-ე ბაღში მოწამვლის ფაქტი დაფიქსირდა. მშობლებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, ჩვენ შევედით აღნიშნულ ბაგა-ბაღში და ნამდვილად აღმოვაჩინეთ უვარგისი ხორცპროდუქტები… ბაღებში ერთი კილო ხორცის საყიდლად გამოყოფილია 13-14 ლარი, თუმცა, როგორც წესი, ბაღებში ყიდულობენ 7 -ლარიან ხორცს, ასევე იყო ამ ბაღშიც. იაფიანი ხორცის შესყიდვის შემდეგ ხდება გაზრდილი ფასების გაწერა და დარჩენილ თანხას თავად იდებენ ჯიბეში“, – ამბობს ბურჯანაძე. მისივე თქმით, კორუფციულ სქემაში მერია და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოები არიან ჩართულები. „როგორც კი სააგენტოები იგებენ, რომ ხორცპროდუქტების შესამოწმებლად ვართ მისულები, მაშინვე უკრძალავენ დირექტორებს ჩვენს შეშვებას“, – აცხადებს ბურჯანაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები