გიორგი ალიბეგაშვილმა რელიგიურ გაერთიანებათა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო საააგენტოს ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოაწერა
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო საააგენტოს მიერ გამართულ ღონისძიებას, „ქალი-მშვიდობის დესპანი“ დაესწრო, რომელიც „ტოლერანტობის სკვერში“ გაიმართა.
გიორგი ალიბეგაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულები კიდევ ერთხელ მიულოცა და რელიგიურ გაერთიანებათა და სააგენტოს ერთობლივ დეკლარაციას მოაწერა ხელი.
საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, მისასალმებელია, რომ საქართველოში სხვადასხვა რელიგიურმა კონფესიებმა ერთობლივი ძალისხმევის შედეგად შეძლეს ასეთი სახის დეკლარაციის შემუშავება, ვინაიდან დოგმატური თუ ეროვნული განსხვავებულობის მიუხედავად, მათთვის, ისევე როგორც სახელმწიფოსათვის, მიუღებელია ქალთა მიმართ ძალადობისა და ჩაგვრის ნებისმიერი ფორმა, რაც სახელმწიფოებრიობის სიმტკიცის ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა.
რელიგიურ გაერთიანებათა და სააგენტოს ერთობლივ დეკლარაციას, ასევე თბილისის მერის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო საააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და სხვადასხვა რელიგიურ გაერთიანებათა წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი.