ია მაკასარაშვილმა გამწვანების საგაზაფხულო სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ია მაკასარაშვილმა მონაწილეობა მიიღო გამწვანების აქციაში, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით თბილისის დენდროლოგიურ პარკში ჩატარდა. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ნარმანიას თქმით, გამწვანების საგაზაფხულო სამუშაოები დღეს თბილისის დენდროლოგიური პარკიდან დაიწყო და შემდეგი ორი თვის განმავლობაში აქტიურად გაგრძელდება.
პარკის ტერიტორიაზე 300 ძირი ნუშის ნერგი მერთან ერთად მერიის სამსახურის უფროსებმა და რაიონის გამგებლებმა დარგეს.