გამწვანების საგაზაფხულო სამუშაოები დენდროლოგიური პარკიდან დაიწყო

გამწვანების საგაზაფხულო სამუშაოები დღეს თბილისის დენდროლოგიური პარკიდან დაიწყო. პარკის ტერიტორიაზე 300 ძირი ნუშის ნერგი თბილისის მერმა, მერის მოდგილეებმა, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებმა და რაიონების გამგებლებმა დარგეს.
მერიის პრესსამსახურის ცნობით, თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები დღეიდან დაიწყო და შემდგომი ორი თვის განმავლობაში აქტიურად გაგრძელდება. “საზოგადოების ფართო ჩართულობით გაზაფხულის სეზონზე პარკის და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული ათასი ნერგი დაირგვება, რაშიც ამინდებიც გვიწყობს ხელს” – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის ბიძინა გიორგობიანის თქმით, დენდროლოგიური პარკის აღნიშნულ ტერიტორიაზე ნუშის ბაღი გაშენდება, სადაც მომდევნო კვირის განმავლობაში სულ 5 500-მე ძირი ტკბილი ნუში დაირგვება. მისივე თქმით, სულ პარკის და გარე მიმდებარე ტერიტორიებზე სხვადასხვა ჯიშის 50 000-მდე ძირი ხე დაირგვება.
დენდროლოგიურ პაკში უკვე შემოღობილია დაახლოებით 23 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ამოღებულია ორმოები და ტერიტორია მომზადებულია საგაზაფხულო რგვებისთვის. ორმოების ამოღება, ტერიტორიის შემოღობვა და შემდგომში დარგული მცენარეების მოვლა-პატრონობა სოფლის მეურნეობის შპს „მექანიზატორთან“ და ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაფუძნებულ შპს „მცენარეთა დაცვის საწარმოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები