დავით ნარმანია იაკობ ტრიპოლსკის ბარელიეფის გახსნას დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში საქართველოს სახალხო არტისტის იაკობ ტრიპოლსკის ბარელიეფის გახსნას დაესწრო.
ლევან ვარდოსანიძის მიერ შექმნილი ბარელიეფი უკვდავთა ბაღში თბილისის მერმა კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან და იაკობ ტრიპოლსკის შვილთან, ირაკლი ტრიპოლსკისთან ერთად გახსნა. იქვე მოეწყო ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო როგორც იაკობ ტრიპოლსკის პირადი ფოტომასალა, ისე კინოსა და მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობის ამსახველი კადრები და მსახიობის შესრულებული როლებიდან ორი კოსტიუმი.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, დღეს საზოგადოებამ ღირსეული ადამიანის ხსოვნას ღირსეულად მიაგო პატივი და დედაქალაქის მერიამ ამაში თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა.
ბარელიეფის გახსნას ესწრებოდნენ თბილისის მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრები, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს წევრები, პარლამენტის დეპუტატები, მსახიობის ოჯახის წევრები და ახლობლები, ხელოვნების მოღვაწეები. მოწვეულ სტუმართა შორის იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.
იაკობ ტრიპოლსკი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ორმოცი წელი მოღვაწეობდა. იგი პარალელურად მთარგმნელობით სამუშაოსაც ეწეოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები