პრემიერი: პატივს მივაგებ საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას იუბილესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დღეს 71 წელი შეუსრულდებოდა.
ჟიული შარტავამ, როგორც სოხუმის დამცველმა ერთმა რიგითმა ჯარისკაცმა, საკუთარი სიცოცხლის ფასად ბოლომდე უერთგულა ქვეყანასა და თავის ხალხს.
აფხაზეთის ომი ჩვენი დროის უმძიმესი ძმათამკვლელი ომი იყო. ამ ომმა გახლიჩა ქართველებისა და აფხაზების მრავალსაუკუნოვანი ძმობა. ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს. ამ ომს შეეწირა ჟიული შარტავა. პატივს მივაგებ საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნას. ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს მის სახელს, ჟიული შარტავა ყოველთვის იქნება ჩვენთვის სამშობლოსთვის თავგანწირვისა და გმირობის მაგალითი”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები