დევნილთა სამინისტრომ სოფელ ბაშში 5- სულიან ოჯახს სახლი გადასცა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ და ზუგდიდის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში ბელქანიების 5- სულიან ოჯახს ახალსახლობა მიულოცეს.
დევნილთა სამინიტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბელქანიებს დევნილთა სამინისტრომ პროგრამის „სახლი სოფლად“ ფარგლებში 2 -სართულიანი სახლი შეუძინა. ოჯახს საკუთრებაში სახლთან ერთად თხილისა და ფეიხოას პლანტაციები გადაეცათ. სოზარ სუბარმა პროექტს წარმატებული უწოდა და ბელქანიებს ახალსახლობა მიულოცა. გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ პროგრამას – „სახლი სოფლად“ მნიშვნელოვანი და დროული უწოდა და მინისტრ სოზარ სუბარს დაუღალავი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
კობა ქანთარიას განცხადებით, ყველაზე მეტი სახლი სამინისტრომ პროგრამის ფარგლებში სწორედ სამეგრელოს რეგიონში შეიძინა, რაც მეტად სასიხარულოა. ვიცე-გუბერნატორის განმარტებით, დევნილებს შემოსავალი და საზრდო ექნებათ. სოზარ სუბარის უწყება პროგრამის ფარგლებში დევნილთათვის სახლების შეძენას კვლავ გეგმავს.