ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა შემცირდა – საკითხს ეკონომიკის სამინისტრო სწავლობს

ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა შემცირდა. გადამზიდავი კომპანიები „ნავთობტერმინალისა“ და პორტის ხელმძღვანელობას სასამართლოში უჩივიან.
ისინი მოქმედ ხელმძღვანელობას გადაზიდვების გაჩერებაში, შესაბამისად, მათთვის მრავალმილიონიანი ფინანსური ზარალის მიყენებაში ადანაშაულებენ.
„ბათუმის ნავთობტერმინალის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, ტვირთბრუნვის შემცირება ეკონომიკური კრიზისით არის გამოწვეული. ის პრობლემებს გადამზიდავ კომპანიებთან გამორიცხავს, თუმცა სასამართლო დავაზე საუბრისგან თავს იკავებს.
ბათუმის პორტის დირექტორი კი ტვირთბრუნვის შემცირებას ძველი ხელმძღვანელობის არაგონივრულ მენეჯმენტს უკავშირებს.
ბათუმის პორტში არსებულ სიტუაციას ეკონომიკის სამინისტრო სწავლობს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დაგეგმილია ხელმძღვანელობასთან შეხვედრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები