აქცია დიდუბის რაიონის გამგეობასთან – მოქალაქეები გამგებლის გადადგომას ითხოვენ
დიდუბის რაიონის გამგეობასთან მოსახლეობამ აქცია გამართა. მოქალაქეები გამგებლის, ირმა ზავარდაშვილის გადადგომას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ზავარდაშვილს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ახალი გამგებლის დანიშვნის შემდეგ რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები გაჩერდა.
აქციის მონაწილეეების ინფორმაციით, გამგეობაში ჩატარებული ტესტირების დროს ჩაჭრილი პირები მუშაობენ, მათ შორის ერთ-ერთი ალეკო ავთანდილაშვილია. მათი განცხადებით, ავთანდილაშვილმა ტესტირება ვერ გაიარა, მაგრამ გამგეობაში კვლავ მუშაობს. აქციის მონაწილეების ბრალდებებს ალეკო ავთანდილაშვილი გამოეხმაურა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებსა და ავთანდილაშვილს შორის მცირე ინციდნეტი მოხდა.
ვითარება დიდუბის გამგეობასთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განმუხტეს. შეხლა-შემოხლის შემდეგ დიდუბის რაიონის გამგეობის თანამშრომელი, ალეკო ავთანდილაშვილი, შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.