პრეზიდენტმა 3 უვადო პატიმრობამისჯილი ქალი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 3 უვადო პატიმრობამისჯილი ქალი შეიწყალა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, პრეზიდენტმა შეწყალების ორ აქტს მოაწერა ხელი. ერთის მიხედვით, 3 უვადო პატიმარს სასჯელის ვადა 20 წლით განესაზღვრათ, ხოლო მეორე აქტით პრეზიდენტმა 188 პატიმარი შეიწყალა, მათგან 7 არასრულწლოვანია.
შეწყალებული პატიმრებიდან 130 სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები