თიანეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი აღმოაჩინეს

გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს, მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, თიანეთში, ტყის ფონდის ტერიტორიაზე პატრულირების დროს ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი აღმოაჩინეს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლენილია ასევე, ფარულად ტრანსპორტირების მცდელობის შემთხვევაც. კერძოდ, სოფელ მელიასხევის მცხოვრებს მის კუთვნილ სატვირთო ავტომანქანის ძარაზე 15 კუბური მეტრი რცხილის ჯიშის ხე-ტყე ფარულად გადატანის მიზნით თივის ქვეშ ჰქონდა დამალული.
ავტომანქანა დაილუქა და გადაყვანილი იქნა შსს პოლიციის ხევსოფლის განყოფილებაში. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები