ნაძალადევის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება

ნაძალადევის რაიონში, გამგეობის დაფინანსებით, ინფრასტრუქტურული პროექტები სატენდერო პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება. დღეს გამგეობამ ქუჩის საყრდენი კედლებისა და კიბეების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერები გამოაცხადა. კედლების რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერის პირობების თანახმად, აღდგენითი სამუშოები ნაძალადევის რაიონში არსებულ 10 ობიექტს ჩაუტარდება: დაისის ქ. N103 სახლის საყრდენი კედელი, დაისის მე-2 შესახვევი – N14-ში მდებარე საყრდენი კედელი, გურამიშვილის გამზ. N1-ში მდებარე საყრდენი კედელი, ბახმაროს 1-ლი შესახვევი – N27 სახლის საყრდენი კედელი, ზაქარაიას მე-4 შესახვევი – N6 სახლის საყრდენი კედელი, უიარაღოს მე-3 შესახვევი – N6 სახლის საყრდენი კედელი, ილურიძის ქ. N21 სახლის საყრდენი კედელი. სვანეთის ქ. N56-ში მდებარე საყრდენი კედელი, მაღაროს ქ. N5-ში მდებარე საყრდენი კედელი, მუშათა ქ. N20-ში მდებარე საყრდენი კედელი. სარეაბილიტაციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 224 370 ლარია.
კედლების რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერის პირობების თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე (spa.ge) განაცხადების მიღება 21 მარტს დაიწყება და 26 მარტს დასრულდება. რაც შეეხება კიბეების რეაბილიტაციას, სატენდერო პირობების თანახმად, რაიონში არსებულ 18 ობიექტზე მოეწყობა კიბეები – ზოგიერთ მისამართზე ახალი კიბე დამონტაჟდება, ზოგიერთს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 53 270 ლარია. კიბეების რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების მიღება 20 მარტს დაიწყება და 25 მარტს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები