თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

დიდ დიღომსა და მის მიმდებარე კერძო სახლებში განთავსებულ მოსახლეობას ხვალ წყლის მიწოდება შეეზღუდებათ, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ პრესსამსახურიდან მიაწოდეს. მათივე ცნობით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხვალ, დიდ დიღომში, 900 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის კიდევ ერთ ახლად რეაბილიტირებულ მონაკვეთს წყალმომარაგების სისტემასთან მიაერთებს, რის შემდეგაც ახალ ქსელს ექსპლუატაციაში გაუშვებს. სამუშაოებს კომპანია, დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონში განახორციელებს. ტექნიკური სამუშაოების ჩატარება მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს. ახალი მაგისტრალური ქსელის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების სამუშაოების განსახორციელებლად, ხვალ, 6 მარტის შუადღის 12:00 საათიდან, 7 მარტის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: დიდი დიღმისა და მის მიმდებარე კერძო დასახლებებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. დიდ დიღომს წყალმომარაგება აღუდგება 7 მარტის 09:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე“, – ნათქვამია განცხდებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები