თბილისში გარევაჭრობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

თბილისის ცენტრალურ ბაზართან სავალი გზის ნაწილი რამდენიმე წუთით გადაკეტეს. ადგილობრივმა მოსახლეობამ, „საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციასთან“ ერთად, გარემოვაჭრეების მუშაობა გააპროტესტა.

აქციის მონაწილეები გარე მოვაჭრეების უშუალოდ ბაზრის ტერიტორიაზე შეყვანას მოითხოვენ, რადგან მათი თქმით, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ანტისანიტარიაა.

ადგილობრივი მაცხოვრებლები ქალაქის მერიას საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები