ირაკლი გედენიძე მასზე თავდამსხმელის დედის წერილს აქვეყნებს

ფოტოკორესპოდენტ ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე დაკავებული ივანე ბეგიაშვილის ოჯახის ახლობელმა დაზარალებულს წერილი მისწერა.
როგორც ირაკლი გედენიძე აცხადებს, წერილის ავტორი თავად ბრალდებულის დედა – თეონა კუპრეიშვილი უნდა იყოს. წერილის ავტორი აღნიშნავს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის პროვოკაცია თავად ირაკლი გედენიძემ მოაწყო, მომხდარ ფაქტს კი, 20 წლის ივანე ბეგიაშვილის გამოუცდელობით ხსნის. წერილის ავტორი იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც მომხდარი ფაქტი მედიაში გააშუქეს, „ვაი ჟურნალისტების“ ეპითეტებით ამკობს.
„მეგობრებო, არ ვიცი რა ვთქვა, ჯერ კიდევ დღეს დილით 6 საათზე სახლში პოლიციიდან მიმავალს სხვა აზრი მქონდა გადაწყვეტილების გამოსატანად, ახლა კი ჩემს გვერდზე ეს შეტყობინება დამხვდა, აბა რაღა უნდა გადავწყვიტო ამ ტექსტის შემდეგ? ერთს კი გამომგზავნისთვის დავამატებ, მესმის, დედა ხართ, გამწარებული, აღელვებული, მაგრამ იქით სხვის განსჯას და საკითხის ასეთი ფორმით გადაწყვეტას ნამდვილად არ გირჩევდით…
ირაკლი გედენიძე, შენ ხარ არაადამიანი, სუფთა პროვოკატორი, წამოიკიდე 20 წლის ბიჭი პროვოკაციაზე და ხარ ახლა კმაყოფილი, არ შეგრჩება ამ ბავშვის გაუბედურება, რომ გამოჭიმეთ ტელევიზიით კარგი კრიმინალივით, ის არც პარტიის წევრია და, საერთოდ, პოლიტიკა არც აინტერესებდა და არც აინტერესებს, შემთხვევით მოხვდა იმ ადგილზე, შენ კი მისი უფლება დაარღვიე იმით, რომ გითხრა, ნუ მიღებო და მაინც არ მოეშვი, გამოიყვანე მდგომარეობიდან, ხომ ხედავდი, მთლად ახალგაზრდა იყო და გამოუცდელი. 20 წლისაა და მისი ჩხუბი დიდი ხანია არ გამიგია და არ შევსწრებივარ. სადაც გინდათ იქ გაიკითხეთ, მაგრამ თვენ ხომ პროვოკატორები ხართ. შენი თამადობით აგყვნენ ეს ვაი ჟურნალისტები და დაუდეთ პოლიტიკური სარჩული, ამ დროს არანაირი პოლიტიკა აქ არაფერ შუაში არ არის, ეს შენც კარგად იცი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები