ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ გაიოზ თალაკვაძე დაინიშნა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ გაიოზ თალაკვაძე დაინიშნა. თალაკვაძემ ამ პოსტზე დავით ლომიძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა გასულ კვირას საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ინფორმაცია “კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, გაიოზ თალაკვაძე მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, 2 მარტს დაინიშნა, თანამდებობაზე მუშაობას კი გუშინ შეუდგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები