თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

დღეს, დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
“თელასის” ცნობით, მთაწმინდის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, მაჩაბლისა და ლეონიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, აღრიცხვის კვანძის მოწესრიგების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ფარნავაზის გამზირის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: გურამიშვილის გამზირის, გუდამაყრის და ბუაჩიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ვაზისუბნის დასახლების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები