სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანოს, რომელიც გარკვეული გადასახადების ზრდას და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას გულისხმობს.
დღეს გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე სავალუტო მარკ გრიფითსმა განაცხადა, რომ აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის შეზღუდვას.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ  სოციალური ხარჯები უნდა შენარჩუნდეს და დაიხვეწოს სოციალური დახმარების მიზნობრიობის განმსაზღვრელი ფაქტორები სოციალურად შეჭირვებულთა და უპოვართა დაცვის მიზნით.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, მარკ გრიფითსის ხელმძღვანელობით, თბილისს 23 თებერვლიდან 4 მარტამდე სტუმრობდა და მისი მიზანი იყო მეზობელ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შესაფასება და ამ ახალი გამოწვევების გადალახვის საუკეთესო გზების ძიება.
მისია შეხვდა საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს, სხვა ოფიციალურ პირებს, ასევე საერთაშორისო საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები