კოკა ყანდიაშვილი: საქართველოში, ისტორიას უნდა ჩაბარდეს დრო, ჟურნალისტებს რომ უპარტყუნებენ

საქართველოში, ისტორიას უნდა ჩაბარდეს დრო, ჟურნალისტებს რომ უპარტყუნებენ, – ასე ეხმაურება ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტს. როგორც ყანდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, ხოლო აქციიის ორგანიზატორებმა გამოძებასთან უნდა ითანამშრომლონ.
„დრო საზოგადიებისა და მედისს კონსოლიდაციისათვის! ირაკლი გედენიძეს (ინტერპრესნიუსის ფოტოკორესპონდენტს) პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს – ბნელმა ვანდალებმა, ქაჯებმა!!! ქალაქის ცენტრში, პოლიტიკოსების და გარკვეული საზოგადოების თანდასწრებით!
მინდა ვიკითხო – პოლიციელი რომ სცემოს ასე – ამ ქაჯმა? ან ექიმი – ოპერაციის დროს? ან მასწავლებელი გაკვეთილზე? ან მცხობელი თონეში? – როგორი რეაგირება ექნება საზოგადოებას, სამართალდამცავებს, მედიას? – ალბათ ყველა გაიკვირვებს, გაბრაზდება, დასჯას მოითხოვს. აი ჟურნალისტის ცემა კი – “ნორმალურია ერთგვარად”.
1. იმედია პოლიცია დროულად და ადეკვატურად იმოქმედებს.
2. აქციის ორგანიზატორები – უშუალოდ ითავებენ ამ საქმის ბოლომდე მიყვანას, ითანამშრომლებენ გამოძიებასთან. სხვა შემთხვევაში, პირადად ჩემთვის თავკაცები გახდებიან – ვანდალები და ირაკლი გედენიძის ცემის დამკვეთები.
3. საქართველოში, ისტორიას უნდა ჩაბარდეს დრო, ჟურნალისტებს რომ უპარტყუნებენ ვინმე “პროვოკაროტები”.
4. მთელ მედიას ვთხოვ, არც ერთი წუთი არ მოადუნონ ყურადღება, სანამ დამნაშავე არ აღმოჩნდება განსასჯელის სკამზე – სხვა შემთხვევაში, ხვალ გცემენ თქვენ!
5. სირცხვილი უნდა გახდეს ჩვენს საზოგადოებაში – ჟურნალისტებზე (და ზოგადად ადამიანზე) ფიზიკური ანგარიშსწორება – როგორც ხერხი რამეს მიაღწიო, რამეს პატიმრობის გარდა.
პ.ს. ირაკლი გედენიძეს ვიცნობ თითქმის 20 წელია. ეს ადამიანი – წესიერი, კეთილშობილი და შრომის მოყვარე პროფესიონალია. არანაირი სიტყვები არ მყოფნის აღშფოთების გამოსახატათ. ველი ამ მახინჯობის ოპერატიულ გამორკვევას“, – წერს ყანდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები