დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი ლადო ძნელაძე სამკერვალო საწარმოს ეწვია

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლადო ძნელაძე დღეს ამავე რაიონში ყიფიანის ქ. N 2 მდებარე სამკერვალო საწარმოს შ.პ.ს. ,,ელფარაზდაქ’’-ს ეწვია და იქ არსებულის მდგომარეობას დეტალურად გაეცნო. საკრებულოს ცნობით, სამკერვალო საწარმოში ირანელი ინვესტორების მიერ ამ ეტაპზე 80 მდე ქართველი ქალბატონი, მათ შორის 4 შშმ პირია დასაქმებული , რომლებსაც განსაკუთრებით კარგი სამუშაო პირობები აქვთ შექმნილი. „ინვესტორების მიერ დედაქალაქში 4 მაღაზიაა გახსნილი, სადაც უკვე მზა პროდუქციის რეალიზება ხდება. უახლოეს მომავალში ირანელი ბიზნესმენები საერთაშორისო ბაზარზე, კერძოდ, არაბულ ქვეყნებში გასვლასა და ინვესტიციების ზრდას გეგმავენ, თუმცა გარკვეული პრობლემები გართულებულ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით ექმნებთ. ლადო ძნელაძე მათ იუსტიციის სამინისტროსთან შუამდგომლობასა და პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა“, -აცხადებენ საკრებულოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები