გია ვოლსკი: პროკურატურაში დეპარტამენტის შექმნა ახალი შეტევის საგანი გახდა

პროკურატურაში დეპარტამენტის შექმნა ახალი შეტევის საგანი გახდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, დეპარტამენტი გაცილებით ადრე უნდა შექმნილიყო.
,,ახალი შეტევის საგანი გახდა პროკურატურაში დეპარტამენტის შექმნა, რომელმაც თურმე არ უნდა გამოიძიოს წინა ხელისუფლების დროს მომხდარი უკანონო ქმედებები. ამას თურმე პასუხი არ უნდა გაეცეს. ჩვენი ოპონენტები კი დღეს ხალხს მოუწოდებენ მიტინგებისკენ და ეს ყველაფერი მიმართულია დაძაბულობის ატმოსფეროს შესაქმნელად, რაც განგებ კეთდება. ეს დეპარტამენტი, რომელიც შეიქმნა, პროკურატურაში გაცილებით ადრე უნდა შექმნილიყო. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოსახლეობა ამას ყველაფერს სწორად შეაფასებს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები