ეკა ბესელია პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნას მნიშვნელოვანს უწოდებს

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, მთავარ პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნა სამართლიანობის აღდგენის პროცესის გარძელებაა. როგორც ბესელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დეპარტამენტმა მოქალაქეების მიმართ განოხრციელებული წამების, ღირსების შემლახავი ფაქტები უნდა გამოიძიოს.
,,ხანგრძლივი ფიქრის და მუშაობის შემდეგ, საქართველოს მთავარი პროკურატურის სისტემაში, პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა ახალი დეპარტამენტი. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამართლიანობის აღდგენის პროცესის გასაგრძელებად, იმ პროცესისთვის, რასაც ჩვენი მოქალაქეებიც ელოდებიან. ამ დეპარტამენტმა უნდა შეასრულოს სწორედ მაღალი პასუხსიმგებლობის მატარებელი ვალდებულება, რომელიც გულისხმობს ჩვენი მოქალაქების მიმართ განხორციელებული წამებების, ღირსების შემლახავი საქმეების გამოძიებას, ასევე საკუთრების ხელყოფის ფაქტებსაც, რომლებიც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე მოხდა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან. სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები