„მაგთიკომისა“ და „პალიტრა TV“-ის დავა „მაგთიკომის“ სასარგებლოდ დასრულდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა პალატამ თავისი გადაწყვეტილებით კომპანია „მაგთიკომის“ პოზიცია გაამართლა. კომპანიის ცნობით, დღეს პალიტრა TV-მ სასამართლო პროცესი წააგო.
„სასამართლომ არ დააკმაყოფილა „პალიტრა TV“-ის მოთხოვნა – „პალიტრა TV“-ის მიერ სიგნალის თანამგზავრამდე მიტანის გარეშე „მაგთისატის“ სამომხმარებლო პაკეტში ტელეარხის განთავსებაზე. სასამართლო გადაწყვეტილებამდე ეს საკითხი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „მაგთიკომის“ სასარგებლოდ იყო გადაწყვეტილი. „პალიტრა TV“-მ თავისი მოთხოვნის სამართლიანობაში ვერ დაარწმუნა ვერც სასამართლო და ვერც კომუნიკაციების ეროვნული კომისია, სადაც პროფესიონალურ დონეზე მოხდა საქმის განხილვა, თუმცა „მაგთიკომის“ იმიჯის შესალახად საქმეში ჩაუხედავი მკითხველი არაერთგზის შეიყვანა შეცდომაში“, – აცხადებენ „მაგთიკომში“.