თბილისის საკრებულო ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსს აცხადებს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ლიტერატურისა და ხელოვნების პრემიის სახელწოდებაზე კონკურსს აცხადებს. საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლება. დაინტერესებულმა პირებმა აუცილებელია, ელექტრონულ მისამართზე: tbsakrebulo.gov.ge შეავსონ ელექტრონული განაცხადი და 8 მარტის 18:00 საათამდე მოგვაწოდონ კონკურსის სახელწოდება. საუკეთესო სახელწოდებას შესაბამისი კომისია გამოავლენს. საპრიზო ფონდი 500 ლარს შეადგენს. გამარჯვებულს პრემიას საკრებულოს თავმჯდომარე პირადად გადასცემს. კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ელექტრონულ მისამართზე: konkursi@sakrebulo.ge.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის ინიციატივით, დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მუშავდება პროექტი კონკურსისთვის, რომელიც ლიტერატურულ და სახელოვნებო დარგებს მოიცავს.

კონკურსის ლიტერატურული ნაწილის ნომინაციებია:
1. პროზა;
2. პოეზია;
3. დრამატურგია.

სახელოვნებო ნაწილის ნომინაციებია:
1. მხატვრობა;
2. სკულპტურა;
3. ფოტოგრაფია;
4. სიმღერა;
5. არქიტექტურა;
6. გამოყენებითი ხელოვნება.

ასევე დაგეგმილია მოსწავლეებისთვის სპეციალური ნომინაციის დამატება, სადაც მოზარდებს საშუალება ექნებათ, თბილისის შესახებ საკუთარი ხედვებით წარმოადგინონ ესეები. საუკეთესო ლიტერატურული ნამუშევრები განახლებულ ჟურნალ ,,ცისკარი 1852“-ში დაიბეჭდება. კონკურსის დეტალები შემუშავების ეტაპზეა. უახლოეს მომავალში მომზადდება დებულება, სადაც ყველა ნიუანსი გაიწერება. კონკურსის შესახებ ინფორმაცია ჟურნალ ,,ცისკარი 1852“-ის მარტის ნომერში და სხვადასხვა ბეჭდურ მედიასა და ინტერნეტპორტალებზე გამოქვეყნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები