გიორგი ოჩიაური სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ითხოვს
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ოჩიაური სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ითხოვს. ოჩიაურის მიმართვა პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა.
როგორც დეპუტატის განცხადებაშია აღნიშნული, მას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სურს.
გიორგი ოჩიაური პარლამენტის უხუცესი წევრია.