ქონების ჩამორთმევის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს გადახდის სხვადასხვა ალტერნატივას შესთავაზებენ

ქონების უკანონოდ ჩამორთმევის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს გადახდის სხვადასხვა ალტერნატივას შესთავაზებენ. სასტუმრო “თბილისი მარიოტში” სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაციისას ფინანსთა მინიტრმა ნოდარ ხადურმა უპასუხა შეკითხვას, რამდენად აქვს სახელმწიფოს ფინანსური რესურსი, რომ წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების მსხვრპლთა კომპენსირება მოახდინოს. ხადურის განმარტებით, შესაბამისი თანხა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდში ირიცხება.
“წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ქონებების დიდი ნაწილი გაუსხვისებელია, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს შეწყვეტილი ჰქონდა იმ ობიექტების პრივატიზაცია, რაზეც დავა მიმდინარეობდა. ჩვენ დაველოდებით გამოძიების დასრულებას და სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად ვიმოქმედებთ. დღესაც დევს ბიუჯეტში, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდში ფული. თავისთავად ცხადია, იმის მიხედვით, რა თანხაზე იქნება საუბარი, დაზარალებულ მოქალაქეებს გადახდის სხვადასხვა ალტერნატივას შევთავაზებთ “, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები