გელა დუმბაძე აშშ-ის ელჩს რიჩარდ ნორლანდს შეხვდა

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რიჩარდ ნორლანდს შეხვდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ვიზიტის წინ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, გელა დუმბაძეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი ეწვია.
შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი, კორტნი ოსტრიანი და სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი ნინა მატიაშვილი.
სამინისტროს ცნობით, შეხვერაზე განხილული იქნა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური პარნტიორობის ოფისის მიერ ორგანიზებულ „გლობალური პარტნიორობის კვირეულში“ სამინსიტროს მონაწილეობის საკითხი და მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ს სამ ქალაქში: ვაშინგტონში, ლოს – ანჯელესსა და  ნიუ- იორკში ქართულ დიასპორებთან შესახვედრად. რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნა სამისნიტროს მიერ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტთან წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობა და სამინისტროს მიერ 2015 წლისთვის დაგეგმილი პროექტებისა და ღონისძიებების მხარდაჭერა გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები