დავით ჯალაღანიამ და დავიდ სვაშმა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიზის, დაგეგმარებისა და სტრატეგიის ცენტრის წარმომადგენლები დავიდ სვაში მიიღო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, უკრაინაში განვითარებული მოვლენები, საქართველოს ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოებთან. საუბარი ასევე შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.
დავით ჯალაღანიას განცხადებით, რეგიონში არსებული კრიზისების დარეგულირებისა და უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით, აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უფრო მეტი ჩართულობა და მტკიცე პოზიციის დაფიქსირება.