„მეწარმეობის ხელშემწყობი ცენტრების შექმნა საშუალო ფენას გადაარჩენს“

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელმა ჯაბა სამუშიამ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მეწარმეობის ხელშემწყობი ცენტრების შესახებ ისაუბრა.
საკრებულოს დეპუტატის განმარტებით, აღნიშნული ცენტრი საშუალო ფენას გადარჩენაში დაეხმარება.
მისი დაფინანსების წყარო კი ბიუჯეტი, გრანტი და შემოწირულობები იქნება.
„ასეთი ცენტრები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს. ეს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის იქმნება. ეს აუცილებელია საშუალო ფენის გადარჩენისთვის. ეს ცენტრები ბიზნესმენებს ბიზნესგეგმების შედგენაში, ბაზრის მოძიებაში და გარკვეულწილად პიარკამპანიის წარმოებაში ეხმარებიან. მას დაფინანსების რამდენიმე წყარო აქვს. მათ შორისაა ქალაქის ბიუჯეტი, გრანტები და შემოწირულობები“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები