რიჩარდ ნორლანდი: საქართველო მაქსიმუმს აკეთებს იმ პერიოდისთვის, როდესაც მოვა გადაწყვეტილების მიღების დრო
საქართველოში აშშ-ის ელჩს რიჩარდ ნორლანდს დღეს კითხვა დაუსვეს საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ნატოში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს ამ ეტაპზე უარი უნდა ეთქვათ. ნორლანდის განცხადებით, კონკრეტულად არ გააკეთებს კომენტარს ნატოს წევრი ქვეყნის ლიდერის განცხადებაზე, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველო მაქსიმუმს აკეთებს, ემზადება იმ პერიოდისთვის, როდესაც მოვა გადაწყვეტილების მიღების დრო.
“მაგრამ შემიძლია, აღვნიშნო, რომ საქართველო აკეთებს მაქსიმუმს, შეუძლია გააკეთოს მაქსიმუმი, რათა გაიუმჯობესოს კვალიფიკაცია და შეასრულოს მოთხოვნები, რომელიც მის წინაშე დგას. საქართველოს ამჟამად ძალიან კარგად გააზრებული სტრატეგია აქვს უსაფრთხოების თვალსაზრისით, ამავდროულად, საქართველო იძლიერებს თავს ეკონომიკურად, ხდის ეკონომიკას მეტად დაკავშირებულს მეზობლებთან, აძლიერებს თავდაცვით, თავისი სამხედროების შესაძლებობებს, მათ შორის ავღანეთში მონაწილეობით. საქართველო ჩართულია დიპლომატიურ დიალოგში და მაქსიმუმს აკეთებს, ემზადება რა იმ პერიოდისთვის, როდესაც მოვა დრო გადაწყვეტილების მისაღებად”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.