ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ბორჯომში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

გარემოს დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერის ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის ფონდში პირველადი გადამუშავების სახერხი საამქრო და უკანონოდ მოპოვებული წიფლის ჯიშის სამასალე მერქანი აღმოაჩინეს.
„ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიების შედეგად, პირველადი გადამუშავების სახერხი სააქმრო გამოვლინდა. უკანონო სახერხი საამქრო და ხე-ტყე დაილუქა. მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დაანგარიშება და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს”, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ირაკლი მუკნიაშვილმა.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საგამოძიებო უწყებას გადაეგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები