დედაქალაქის უბნებში სასწრაფო დახმარების დამატებითი ქვესადგურები გაიხსნება

სასწრაფო – სამედიცინო სამსახურის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, სამსახურის განვითარების კონცეფცია შემუშავდა. აღნიშნული ინფორმაცია დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.
როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, სასწრაფო – სამედიცინო დახმარების სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა თემურ ბარკალაიამ შეიმუშავა ამ სამსახურის განვითარების კონცეფცია, რომელსაც დედაქალაქის მთავრობის წევრები დღეს გაეცნობიან. ნარმანიას თქმით, ეს კონცეფცია ხელს შეუწყობს სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ეფექტიანობის გაზრდას, რათა უფრო ქმედითი და ეფექტური იყოს. ნარმანიამ აღნიშნა, რომ თბილისის შორ უბნებზე გაკეთდება დამატებით ქვესადგურები, ფილიალები, რათა ოპერატიულობა გაიზარდოს, გადამზადდება პერსონალი, საჭირო ინვენტარი და ტექნიკა განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები