PolitRUS: მაია ფანჯიკიძის აზრით, ზურაბ აბაშიძე ისე მოქმედებს, როგორც საქართველოს დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მიიიჩნევს, რომ ზურაბ აბაშიძე, რომელიც ამჟამად, პრემიერ მინისტრის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში წარმომადგენელია, ისე მოქმედებს, როგორც საქართველოს დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი.
ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით PolitRUS-მა გაავრცელა. “იმ შემთხვევაში თუ აბაშიძე, პრემიერ მინისტრის დავალებით, მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებზე საკუთარ თავს საქართველოს დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად წარმოადგენს, ყველაზე საგანგაშო იქნება, ხოლო ის საკითხები, რომლებსაც აბაშიძე-კარასინი დახურულ კარს მიღმა განიხილავენ, მხოლოდ მოსკოვის ინტერესებშია”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები