ნოდარ ჯავახიშვილი: მშენებლობებში ფული ყოველთვის კეთდებოდა და მომავალშიც ასე იქნება

 

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში კორუფციული დანაშაული არსებობს და მათ შორის, არც საქართველოა გამონაკლისი. როგორც ნოდარ ჯავსახიშვილმა ტელეკომპანია“ იმედის“ ეთერში განაცხადა, მშენებლობაზე ფული ყოველთვის კეთდებოდა და მომავალშიც გაკეთდება. ჯავახიშვილმა ეს განცხადება, ქვეყანაში მიმდინარე ტენდერების საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.

„ყოველთვის მშენებლობაში და არამარტო მშენებლობაში ფული კეთდებოდა და მომავალშიც გაკეთდება. ჩვენი ხელისუფლების დანიშნულებაა, რომ ეს მინიმუმამდე ჩამოვწიოთ. თორემ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში კორუფციული დანაშაული არსებობს და სულ იარსებებს. ეს არის ჩემის მხრიდან ზოგადი შეფასება. წინა ხელისუფლებას ჰქონდა ასეთი გამონათქვამები, რომ „ჩვენ მოვსპეთ კორუფცია“ – არასოდეს მოისპობა კორუფცია, მანამ ხელისუფლება იქნება. არცერთ ქვეყანას არ მოუსპია კორუფცია. ეს მხოლოდ სააკაშვილის შეეძლო. ჩვენი დანიშნულებაა, რომ ქვეყანაში კორუფცია მინიმუმადე დავიყვანოთ „ – აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები