ლია ჯახველაძემ აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა

 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქვემო სამგორის მაჟორიტარმა წევრმა ლია ჯახველაძემ აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა. საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, დეპუტატი პირველად 34 წლის ფიქრია ჯიშკარიანს ესტუმრა, რომელიც ფონდ “იავნანას” მიერ ნაჩუქარ ბინაში 9 მცხირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. დღესვე მაჟორიტარმა ექვსი შვილის დედა ჯულიეტა ფანჯაკიძე მოინახულა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. “მინდა ყველა დედას, განსაკუთრებით კი ესეთ სამაგალითო და გმირ დედებს, როგორებიც ფიქრია და ჯულიეტა არიან, მივულოცო დედის დღე, ვუსურვო პირადი და ოჯახური კეთილდღეობა, მათ შვილებს კი ერთიან და მშვიდობიან საქართველოში ცხოვრება.”-განაცხადა ლია ჯახველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები