“ნაციონალურ მოძრაობას” ტყუილში ადანაშაულებენ

“ნაციონალურ მოძრაობას” ტყუილში ადანაშაულებენ. საგზაო კომპანია “თბილისის” დირექტორი აცხადებს, რომ მის ქარხანას მუშაობა სეზონიდან გამომდინარე შეუჩერდა.
“ჩვენი სამუშაოები სეზონურია. ამინდები კი კარგია, მაგრამ პროექტს ვასრულებთ და მოსამზადებელი სამუშაოები გვაქვს. მანამდე ასფალტი ვერ დაიგება. დაიწყება თუ არა ეს სამუშაოები, ჩაირთვება ასფალტ-ბეტონის ქარხანა,”- აცხადებს საგზაო კომპანია “თბილისის” დირექტორი, გიორგი სურამელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში ასფლატის ქარხნები “ნაციონალური მოძრაობის წევრებმა” დაათვალიერეს. ნიკა მელიამ და ირაკლი აბესაძემ თბილისის მერია უმოქმედობაში დაადანაშაულეს. მათი განცხადებით, თბილისში ბევრი დაზიანებული ქუჩაა, რომლებზეც მერია ასლფალტს არ აგებს, რის გამოც ვეღარ მუშაობს ასფალტის მწარმოებელი ქარხნებიც. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დღეს ფონიჭალაში არსებული ორი ასფალტის მწარმოებელი ქარხანა მოინახულეს, სადაც მუშაობა არ მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები