ბათუმში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში განახლებული დეპარტამენტი გაიხსნა

ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში განახლებული დეპარტამენტი გაიხსნა. 40 საწოლზე გათვლილი სამედიცინო დაწესებულება მომავალ დედებს უახლოეს სამედიცინო გაიდლაინებს სთავაზობს. აქვე ფუნქციონირებს მშობელთა სკოლა, რომელიც მომავალ მშობლებს ოჯახის დაგეგმვის, მშობიარობის სწორად წარმართვის და ახალშობილის მოვლის უნარებს უვითარებს. დღეს ცენტრი აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნუგზარ სურმანიძემ დაათვალიერა.
„ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ნებისმიერი სირთულის ორსულობის პირობებში აღმოუჩინონ შესაბამისი დონის მომსახურება“, – განაცხადა ნუგზარ სურმანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები