გია ვოლსკი: არის საკითხები, რაზეც შეიძლება კორძაიას განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეს
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საპარლამენტო ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” თამარ კორძაიას შესაძლოა, ფრაქციის დატოვება მოსთხოვოს, უმრავლესობის წევრი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა.
აღნიშნულს გია ვოლსკი კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით,ზოგიერთ თანაპარტიელს რიგ საკითხებზე განსხვავებული პოზიციები ხშირად აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ პარტია უნდა დატოვონ.
“არის საკითხები, რაზეც შეიძლება კორძაიას განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კორძაია თანამდებობას დატოვებს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.