ზაზა პაპუაშვილი: ადამიანების დახარისხება ჩემი საქმე არ არის

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი ერთ-ერთია, ვინც ამავე ფრაქციის წევრის, თამარ კორძაიას ფრაქციიდან გარიცხვა მოითხოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, პაპუაშვილმა ბოლო სხდომაზე „ქართული ოცნების“ ფრაქციის წევრებს შორის ერთსულოვნების არ ქონის შესახებ საკითხი წამოჭრა და განაცხადა, რომ ასე აღარ უნდა გაგრძელდეს. მან ასევე, კორძაია ჩანერგილად მოიხსენია და მისი ფრაქციიდან გარიცხვა მოითხოვა. აღნიშნულ ინფორმაციას ზაზა პაპუაშვილი არ ადასტურებს და ამბობს, რომ სხდომაზე ის არავის წინააღმდეგ არ გამოსულა.
„რაღაც დამახინჯებული ინფორმაციები გაქვთ. მე არავის საწინააღმდეგოდ არ გამოვსულვარ და არავის არ ვახარისხებ“, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები