გუბაზ სანიკიძეს თამაზ ჭკუასელი შეცვლის

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე გუბაზ სანიკიძეს თამაზ ჭკუასელი შეცვლის. დღეს ინფორმაცია ჭკუასელმაც დაადასტურა. მან შეთავაზება მიიღო, თუმცა დასაფიქრებლად დრო მოითხოვა. მისი თქმით, გარკვეული დროის განმავლობაში შესაძლოა, კოლეგების მოთხოვნას დათანხმდეს.
„ძალიან ბევრი ჩემი კოლეგისგან განსხვავებით, რომლებიც მუდმივად წინსვლაზე ფიქრობენ, მე არ მაქვს ეს თვისება. მათ ალბათ აქვთ დიდი მოზღვავებული ენერგია და უნარი, დაიკავონ ესა თუ ის თანამდებობა პარლამენტში. მე ცოტა სხვა კატეგორიის ადამიანი ვარ და არ ვფიქრობდი ამ თანამდებობაზე. როდესაც თავდაპირველად შემომთავაზეს, დრო ვითხოვე, შემდეგ კი დავთანხმდი ამ შეთავაზებას“,-განაცხადა თამაზ ჭკუასელმა.
შეგახსენებთ, რომ დიასპორის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ გუბაზ სანიკიძემ ვიცე-სპიკერის პოსტზე ზურაბ აბაშიძე შეცვალა, რის შემდეგაც პარლამენტში ეს თანამდებობა ვაკანტური გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები