უამინდობის გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვებია
თოვლისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ188 მონაკვეთში აკრძალულია – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აქვეყნებს.
უწყების ინფორმაციით, მოძრაობა შეზღუდულია ასევე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებისათვისაც. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია კმ138-კმ153 მონაკვეთში. ხოლო კმ154-კმ188 გადაადგილება დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ1-კმ138 მონაკვეთში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.