ია მაკასარაშვილი ვარკეთილში მცხოვრებ ვასაძეების ცხრაშვილიან ოჯახს ესტუმრა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ია მაკასარაშვილი, ვარკეთილში მცხოვრებ ვასაძეების ცხრაშვილიან ოჯახს ესტუმრა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. მაჟორიტარმა ოჯახის დიასახლისს, მაკა ხოხონიშვილს დედის დღე მიულოცა, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა უსურვა.
„როგორც აღმოჩნდა, ვასაძეების შვილები საპატრიარქოს სკოლაში სწავლობენ და დღეს მათთვის დასვენების დღე არ არის. ამიტომ სახლში მაკა ხოხონიშვილის მხოლოდ ოთხი შვილი დაგვხვდა. მინდა დღევანდელი დღე მივულოცო მათ დედას, ამ გმირ ქალბატონს, მაკა ხოხონიშვილს, რომელმაც ჩვენს სამშობლოს ცხრა შვილი მოუვლინა. ქალბატონ მაკას დღეგრძელობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ“, – განაცხადა ია მაკასარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები