ელისო ჩაფიძე: „ქართული ოცნების“ თითოეული კანდიდატი მაღალკვალიფიციურია

7 მარტს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატებს წარადგენს. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ელისო ჩაფიძე აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ყველა კანდიდატურა მაღალი კვალიფიკაციის მქონეა და ერთ-ერთი ასეთი კვალიფიციური კანდიდატი, რომელსაც ის მხარს დაუჭერს, თემურ ჭკუასელია.
„ვფიქრობ, დეპუტატებს უნდა მიეცეთ თავისუფალი კენჭისყრის საშუალება. ჩვენ გვყავს რამდენიმე ღირსეული კანდიდატურა, უაღრესად კვალიფიციური კანდიდატურაა ზვიად კვაჭანტირაძე, ასევე, თამაზ მეჭიაური. ასევე, ორი ძალიან კვალიფიციური კანდიდატურაა წარდგენილი დიასპორის საკითხებთან დაკავშირებით. მე, რა თქმა უნდა, მხარს თემურ ჭკუასელის კანდიდატურას დავუჭერ“, – აღნიშნა ელისო ჩაფიძემ. პარლამენტის სამი კომიტეტის თავმჯდომარეების პოსტები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა აღნიშნული თანამდებობები დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები