ჯაბა სამუშიამ ვასილ ხორავასა და თამარ კორძაიასთან ერთად თემქის მოხუცთა თავშესაფრის ბინადრებს დედის დღე მიულოცა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თემქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა სამუშიამ მერიის მუნიციპალური საწარმოს „სინათლის ქალაქის“ ხელმძღვანელთან ვასილ ხორავასა და პარლამენტარ თამარ კორძაიასთან ერთად თემქის მოხუცთა თავშესაფრის ბინადრებს დედის დღე მიულოცა. საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, სტუმრებმა მარტოხელა მოხუცებს საჩუქრად საყოფაცხოვრებო ნივთები, ტკბილეული და ყვავილები გადასცეს და ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს. „გვინდა ხანდაზმულებს დედის დღე მივულოცოთ, რისთვისაც მოხუცთა თავშესაფარს ვეწვიეთ. ჩვენი ვიზიტით შევეცადეთ ამ ადამიანებისთვის დღევანდელი დღე გაგველამაზებინა. აუცილებელია, მოხუცებს მარტოობა არ ვაგრძნობინოთ და ყოველთვის ვიზრუნოთ მათზე“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.